ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
420
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 420

2008 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი ფასანაური-გუდამაყრის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია