საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 417
2008 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ სატახას“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობასა და მეორე მხრივ – შპს „ სატახასა “ და შპს „ SI GAS COMPANY “ -ს შორის გასაფორმებელი შეთანხმება „ საქართველოს მთავრობასა და შპს „ სატახას “ შორის 2008 წლის 17 მარტს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის შესახებ “ .
2. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე