,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.129.016100
,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2014 წლის 10 იანვარი

ქ. ჭიათურა

 

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში (სსმ 22/11/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,21. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 500.“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,24. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  სპეციალისტი – 420.“;

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,25. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, დისპეტჩერი – 320.“;

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,26. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, ცვლის უფროსი – 410.“;

ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,27. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, ათეულის მეთაური – 400.“;

ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,28. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მძღოლი – 390.“;

ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,29. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მეხანძრე – 390.“;

თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,30. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მდივანი – 300.“;

ი) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,31. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკური მუშაკი – 200“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე

კრებსითი — სრული ვერსია