საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
410
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 410

2008  წლის  18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის პეკინის ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშებისათვის საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების და საქართველოს სპორტსმენთა სათანადო დონეზე მომზადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია