რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
409
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 409

2008  წლის  18 ივნისი

ქ. თბილისი

რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია