საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 404
2008 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
პ. პეტრიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე _ „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე “ , ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ და ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე