ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
382
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 382

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის 3-5 ივლისს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ საქართველოს ევროპული გზის “ გამართვასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 86 255 (ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                             ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია