დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
413
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2026-02-06
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017619
დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №413

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის №86 ბრძანება.
მუხლი 3
  დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი 

„მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო), სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 26.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 18.05.2022წ.

მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის დადგენა.

2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოება და  მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა.

მუხლი 3. ძირითად ცნებათა განმარტებანი

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს:

ა) ,,ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;

ბ) ,,მავნე ნივთიერება“– ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

გ) ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება“ – ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში მავნე ნივთიერებათა არსებობის შედეგად;

დ) ,,მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება მავნე ნივთიერებათა გამოყოფა (ტექნოლოგიური დანადგარი, აპარატი და სხვა);

ე) „მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (ჰაერსატარი, საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.

ვ) ,,დაბინძურების წყარო“– მავნე ნივთიერებათა გამოყოფის ან (და) გაფრქვევის წყარო;

ზ) „მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (ჰაერსატარი, საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);

თ) ,,მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა არამიმართული ნაკადის სახით (დანადგარების ჰერმეტულობის დარღვევის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში გამწოვი დანადგარების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის და საერთოდ, მათი არარსებობის დროს და ა.შ.);

ი) „ჰიდრავლიკური დიამეტრი“ – ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ჰაერსატარის განივკვეთის ფართობის 4-ჯერადი მნიშვნელობის ფარდობა განივკვეთის პერიმეტრის მნიშვნელობასთან (მილის შემთხვევაში, ემთხვევა მილის დიამეტრის სიდიდეს).

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ

1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება.

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:

ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას);

ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;

გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას.

3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია:

ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი;

ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი.

4. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომსაკონტროლო აპარატურის გამოყენებით.

5. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.

51. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თვითმონიტორინგის მიზნით, აწარმოოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი განსაზღვრა, ინსტრუმენტული მეთოდით.  საქმიანობის სუბიექტის მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის განსაზღვრა წარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყარო(ებ)ზე (ჰაერსატარში, მილში), რომლ(ებ)ის შესაბამისი გამოყოფის წყაროები განსაზღვრულია დანართ 5-ით.

[ 5 1 . ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თვითმონიტორინგის მიზნით, აწარმოოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი განსაზღვრა, ინსტრუმენტული მეთოდით. საქმიანობის სუბიექტის მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის განსაზღვრა წარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყარო(ებ)ზე (ჰაერსატარში, მილში), რომლ(ებ)ის შესაბამისი გამოყოფის წყაროები განსაზღვრულია დანართ 5-ით. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების იმ სტაციონარული წყაროებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ამავე კანონით, შესაბამისი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების საფუძველზე.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

52. უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოს/სინჯის ამღების განთავსების ადგილად უნდა შეირჩეს ჰაერსატარის სწორხაზოვანი უბანი გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელამდე, მისგან 2-3 ჰიდრავლიკური დიამეტრის დაშორებით და არაუმცირეს 5 ჰიდრავლიკური დიამეტრის დაშორებით ჰაერის ნაკადის მკვეთრი ცვლილებების უახლოესი ადგილიდან. როცა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელამდე ჰაერსატარის სწორხაზოვანი მონაკვეთის სიგრძე ნაკლებია 7 ჰიდრავლიკური დიამეტრის სიგრძეზე, უნდა შეირჩეს სინჯის აღების ისეთი განივკვეთი, რომელიც მონაკვეთს ჰაერის მოძრაობის მიმართულებით ყოფს თანაფარდობით − 3:1.

53. სავალდებულოა შემდეგი მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრა, თუ კონკრეტული დამაბინძურებლის კონცენტრაცია, სააგენტოსთან შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით, შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ  6-ით განსაზღვრულ ქვედა ზღვრებს:

ა) მტვერი (შეწონილი ნაწილაკები, TSP);

ბ) აზოტის ორჟანგი (NO2);

გ) გოგირდის ორჟანგი (SO2);

დ) ნახშირჟანგი (CO).

54. ამ მუხლის 53 პუნქტში მითითებული მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრა რეკომენდებულია განხორციელდეს იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც აკმაყოფილებენ დანართ 6-ით განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, დანართ 6-ით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოს ნაცვლად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვა, მისი ტოლფასი ან უკეთესი მეტროლოგიური მახასიათებლების მქონე გამზომი ხელსაწყო-აპარატურა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი. ხელსაწყოს მიერ განსაზღვრული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის მაღალი სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელსაწყოების სათანადო და დროული მომსახურება, სულ მცირე, ხელსაწყოს სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად.

5​5. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგები ეგზავნება სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უშუალოდ მონიტორინგის ხელსაწყოდან, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, უწყვეტ რეჟიმში (არაუმეტეს 5-წუთიანი ინტერვალით) სერვისის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა მთლიანობა და დაცულობა. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების საფუძველზე, 30-წუთიანი გასაშუალოებული მონაცემ(ებ)ის შედარება მოხდება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილ ნორმებთან ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემულ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრებთან ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან. საქმიანობის სუბიექტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ იგი შედეგების მიწოდების ნებისმიერი წყვეტის თაობაზე, შეწყვეტის მიზეზის (მაგ.: დანადგარის გათიშვა, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების განხორციელება და ა. შ.) შესახებ ინფორმაციის დაზუსტებით, ცხელი ხაზის (153) ან/და შესაბამისი ელექტრონული ფოსტის (airhelp@des.gov.ge) საშუალებით, წინასწარ  ან დაუყოვნებლივ აცნობებს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

56. საქმიანობის სუბიექტი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგის დაწყებამდე ვალდებულია, სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული გაფრქვევის თითოეული წყაროს, მისი სტატუსისა (მოქმედი, უმოქმედო) და სამუშაო დროითი რეჟიმის შესახებ. ასევე საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, ამ მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შესახებ აცნობოს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე.

57. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების მიწოდების შეწყვეტისა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადამეტების დაფიქსირების შესახებ სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფისთვის, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, განსაზღვროს საკონტაქტო პირ(ებ)ი და მათ შესახებ ინფორმაცია აცნობოს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, მონაცემებს უცვლელად და დაცულად ინახავდეს, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში და ნებისმიერ დროს, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მონაცემების სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომობა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქმიანობის სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს უწყვეტი ინტერნეტკავშირისა და არანაკლებ ერთი სტატიკური გარე IP მისამართის ქონა.

58. სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული გაფრქვევის თითოეული წყაროს სტატუსის (მოქმედი, უმოქმედო), სამუშაო დროითი რეჟიმისა და რეჟიმის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვა, ასევე უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების მიღება და თვითმონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ასახვა ხორციელდება შესაბამისი სერვისის მეშვეობით, ინსტრუქციის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

6. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი ხორციელდება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად) ფორმების საფუძველზე.

7. პად-ის ფორმები განკუთვნილია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (ფორმა №პად-1), აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის (ფორმა №პად-2) და ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების (ფორმა №პად-3) აღრიცხვისათვის.

8. პად-ის ფორმების წარმოებას ახორციელებს საწარმო ან მისი დაკვეთით ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. პად-ის ფორმებს ყოველკვარტალურად (ყოველი კვარტალის ბოლოს) აწარმოებენ მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე საქმიანობის განმახორციელებელი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტები.

10.  სააგენტო აწარმოებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებსაც საქმიანობის სუბიექტები ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ და წარუდგენენ  სააგენტოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს. სააგენტო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების დადასტურების თაობაზე იღებენ არაუგვიანეს 1 აპრილისა.

11. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას ელექტრონული სახით აწარმოებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციონარული ობიექტი, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.

12. პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის სუბიექტს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 26.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 18.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 09.02.2026წ.

მუხლი 41. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას არ ექვემდებარება საქმიანობები, რომელთაც ახორციელებს:

ა) მოსახლეობა საცხოვრისში, საყოფაცხოვრებო მიზნით (გათბობა, საკვების მომზადება და სხვ.);

ბ) ორგანიზაცია/დაწესებულებები, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ შენობა-ნაგებობების გათბობისთვის ან/და ჰიგიენური მომსახურებისთვის გამოყენებული საშუალებები, რომლებიც არ მოიხმარენ თხევად წიაღისეულ ან/და მყარ წიაღისეულ საწვავს;

გ) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ავტონომიურად ფუნქციონირებადი სტაციონარული ან/და გადასატანი დანადგარები, რომლებიც წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთადერთ სახეს და რომლებიც, საპროექტო პარამეტრების მიხედვით, 1 საათში მოიხმარენ შემდეგი სახის საწვავს: შეშა/ბიომასა – არაუმეტეს 15 კგ-ისა, ქვანახშირი –არაუმეტეს 9 კგ-ისა, დიზელის საწვავი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, მაზუთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბენზინი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, ნავთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბუნებრივი აირი – არაუმეტეს 6 მ3-ისა, თხევადი აირი – არაუმეტეს 3კგ-ისა;

დ) ობიექტები, რომლებშიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ წყაროს წარმოადგენს მხოლოდ სარეზერვო ელგენერატორი (ელექტროენერგიის ავარიული გათიშვისას);

ე) საკვებითა და სასმელებით მომსახურების ობიექტები (მაგ., რესტორანი, კაფე, კაფეტერია, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი, ორგანიზაცია/დაწესებულების სასადილო და სხვა);

ვ) პურ-ფუნთუშეულისა და ცომეული პროდუქტების, ნაყინის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, სასმელების (გარდა ლუდისა) წარმოებები, რომელთა ტექნოლოგიურ პროცესებში არ გამოიყენება საწვავი;

ზ) თონეები, სახაჭაპურეები, ასევე საცალო რეალიზაციის სხვა ნაწარმის საცხობები;

თ) ხის სახერხი ობიექტები (საამქროები), რომლებშიც ფიცრის (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელის, ძელაკის ან/და შპალის მიღება წარმოებს მხოლოდ ხერხვის შედეგად და რომლებიც წელიწადში გადაამუშავებს არაუმეტეს 1000 მ3 ნედლეულს;

ი) ობიექტები, რომლებშიც ქვის დამუშავება ხორციელდება სველი მეთოდით;

კ) ლითონის მექანიკური დამუშავების ობიექტები, რომლებშიც ლითონის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მექანიკურ საჭრელ, საფრეზ, სახარატე, საბურღ და სალეს ჩარხებზე;

ლ) მეტალოპლასტმასის ნაკეთობათა დაჭრის და აწყობის ობიექტები;

მ) მინის დაჭრის ობიექტები;

ნ) საიუველირო ნაწარმის დამზადების ან/და შეკეთების ობიექტები;

ო) ავტოტექმომსახურების (გარდა სამღებრო საქმიანობისა), ავეჯის, ტექნიკის და ფეხსაცმლის შეკეთების ობიექტები;

პ) ბეჭდვითი საქმიანობის ობიექტები, რომლებშიც საბეჭდ საშუალებად იყენებენ მხოლოდ წყალში ხსნად საღებავებს;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების ლაბორატორიები;

რ) თიხის ტრადიციულ ნაკეთობათა (გარდა სამშენებლო მასალებისა) დამზადების ობიექტები დღე-ღამეში არაუმეტეს 1 ტ-ის წარმადობით;

ს) ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება მხოლოდ პლასტმასის პრეფორმების გაბერვის ოპერაციები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 2 იანვრის  დადგენილება №21   – ვებგვერდი, 26.01.2018წ.

მუხლი 5. პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსების პირობები

პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

ა) ფორმების თითოეული სტრიქონის ყველა სვეტში უნდა ჩაიწეროს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გაესვას ხაზი;

ბ) ფორმების თითოეული სვეტის (სტრიქონის) შევსებისას დაცული უნდა იქნეს მაჩვენებლების სიდიდის სიზუსტე, რომლებიც მითითებულია თითოეული ფორმის შევსების წესებში.

მუხლი 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის №პად-1-ის ფორმის შევსების წესები

1. ფორმა №პად-1 (დანართი 1) არის საწარმოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვიანობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი.

2. ფორმა №პად-1-ში ჩანაწერები წარმოებს დაბინძურების წყაროების პარამეტრების გაზომვების მონაცემებისა და აღებული სინჯების ლაბორატორიული ანალიზების დამუშავების საფუძველზე. დასაშვებია აგრეთვე დასადგენ პარამეტრთა დადგენა საანგარიშო მეთოდიკების გამოყენებით.

3. 1-ლ სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) ნომერი და დასახელება. გამოყოფის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: №1, №2, №3 და ა.შ.

4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება. გაფრქვევის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: გ-1, გ-2, გ-3 და ა.შ.

5. მე-3 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახე (ორგანიზებული ან არაორგანიზებული).

6. მე-4 და მე-5 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, შესაბამისად, სიმაღლე და დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება – მეტრი) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით.

7. მე-6 და მე-7 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად სინჯების (გაზომვების) აღების თარიღი და ადგილი.

8. მე-8, მე-9 და მე-10 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურა, სიჩქარე და მოცულობა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელთან ან არაორგანიზებული წყაროს ზედაპირზე. მე-8 სვეტის მონაცემები (განზომილება – t0 c) მოყვანილ უნდა იქნეს მთელ რიცხვებში, მე-9 და მე-10 სვეტების მონაცემები (შესაბამისად განზომილებები – მ/წმ და მ3/წმ) – მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. აირჰაერმტვერნარევის მოცულობა (სვეტი 10) იანგარიშება ფორმულით:

 V1 = W0 x S მ3/წმ,

სადაც:

 W0 – გაფრქვევის წყაროს მილყელიდან აირჰაერმტვერნარევის გამოსვლის საშუალო სიჩქარეა, მ/წმ;

S – მილყელის განიკვეთის ფართობია აირის მილყელიდან გამოსვლის ადგილზე, მ2.

9. მე-11 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება.

10. მე-12 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება – გ/მ3) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.

11. მავნე ნივთიერებათა დაბინძურების იმ წყაროებისთვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, ფორმა №პად-1-ის მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 სვეტებში მრიცხველში უჩვენებენ აირმტვერდამჭერ მოწყობილობამდე ჩატარებული გაზომვების მონაცემებს, ხოლო მნიშვნელში – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის შემდეგ ჩატარებული გაზომვების მონაცემებს.

12. მე-13 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) მუშაობის დრო. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება – სთ/კვარტალი ან ნახევარი წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.

13. მე-14 სვეტში აღინიშნება სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, მე-15 სვეტში – მათგან გამწმენდ მოწყობილობაზე მოხვედრილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, მე-16 სვეტში - დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-17 და მე-18 სვეტებში – ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა. საწარმოში აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობის შემთხვევაში მე-14, მე-15 და მე-16 სვეტები არ ივსება. მე-14, მე-15, მე-16, მე-18, სვეტებში მონაცემები (განზომილება – ტ/კვარტალი ან ნახევარი წელი) და მე-17 სვეტის მონაცემები (განზომილება – გ/წმ) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. მავნე ნივთიერებათა რაოდენობა იანგარიშება ფორმულით:

M= V1. x Cსაშ გ/წმ,

G= V1. x Cსაშ x T x 3600/106 ტ/კვარტალი ან ნახევარი წელი,

სადაც:

Cსაშ – მავნე ნივთიერებათა საშუალო კონცენტრაციაა აირჰაერმტვერნარევში, გ/მ3;

T – მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს მუშაობის დროა, სთ/კვარტალი ან ნახევარი წელი.

14. მე-19 სვეტში აღინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი ნორმა. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება-გ/წმ) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.

15. მე-20 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების განსაზღვრის მეთოდების დასახელება.

16. 21-ე სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-1-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.

მუხლი 7. აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის აღრიცხვის №პად-2-ის ფორმის შევსების წესები

1. ფორმა №პად-2-ის (დანართი 2) შევსება ხდება ყველა იმ საწარმოში, რომლებსაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი აირმტვერდამჭერი მოწყობილობები.

2. 1-ლ სვეტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დასახელება.

3. მე-2 და მე-3 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) და გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება.

4. მე-4 და მე-5 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად აირმტვერდამჭერი მოწყობილობის და აირმტვრედამჭერ მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ნამუშევარი საათების რაოდენობა კვარტალში ან ნახევარ წელში. ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.

5. მე-6 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მოცდენის დრო ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას, ხოლო მე-7 სვეტში – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას მისი ცალკეული აპარატების მოცდენის დრო. მე-6 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას არ მუშაობს მთლიანად აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, ხოლო მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას გამორთულია მისი ცალკეული აპარატები. ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.

6. მე-8 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის (მისი ცალკეული აპარატების) მოცდენის მიზეზები.

7. მე-9 სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-2-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.

მუხლი 8. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების აღრიცხვის №პად-3-ის ფორმის შევსების წესები

1. ფორმა №პად-3-ს (დანართი 3) ავსებს ყველა ის საწარმო, რომლებიც ახორციელებენ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობის შემცირების უზრუნველსაყოფად.

2. 1-ლ სვეტში აღინიშნება წარმოების (საამქროს, უბნის) და ტექნოლოგიური მოწყობილობის დასახელება.

3. მე-2 სვეტში აღინიშნება დაგეგმილი ღონისძიების დასახელება.

4. მე-3 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების ვადა.

5. მე-4 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების დანერგვის აქტის ნომერი და თარიღი.

6. მე-5 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება.

7. მე-6 – მე-10 სვეტები ივსება ღონისძიებების განხორციელების და ფორმა №პად-1-ის მონაცემების საფუძველზე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილებად) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.

8. მე-11 სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-3-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.           

მუხლი 9. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსების წესები

1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმაში (დანართი 4) აისახება მონაცემები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ, აგრეთვე აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში მოხვედრილ და დაჭერილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობების შესახებ. ფორმაში წარმოდგენილია ასევე მონაცემები საწარმოს საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.

2. აღრიცხვას ექვემდებარება საწარმოში არსებული ორგანიზებული და არაორგანიზებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან წარმოქმნილ აირებში შემავალი ყველა მავნე ნივთიერება.

3. პირველ სვეტში აღინიშნება სტრიქონის ნომერი.

4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება და მასში მითითებულია ძირითადი მავნე ნივთიერებები. მე-2 სვეტში მითითებულ ძირითად მავნე ნივთიერებათა გარდა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სვეტში სპეციალურად გამოყოფილ შეუვსებელ სტრიქონებში სხვა მავნე ნივთიერებათა დასახელებების ჩაწერა.

5. მე-3 სვეტში აღინიშნება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა.

6. მე-4 და მე-5 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირმტვერდამჭერ მოწყობილობებში მოხვედრილი და დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობები.

7. მე-6 სვეტში აღნიშნულია საანგარიშო წელს სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-7 სვეტში – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა.

8. თუ საწარმო არ არის აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, მაშინ ფორმის მე-4 და მე-5  სვეტები არ ივსება და ამ შემთხვევაში სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვეტი 3) ტოლი იქნება სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობისა (სვეტი 6).

9. მე-3 – მე-7 სვეტების მონაცემები (განზომილება – ტონა/წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.

მუხლი 10. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისთვის

პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

დანართი 1

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის ფორმა

№პად-1 წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) ნომერი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახე (ორგანიზებული ან არაორგანიზებული)

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები

სინჯების (გაზომვების) აღების თარიღი

სინჯების (გაზომვების) აღების ადგილი

აირჰაერმტვერნარევის პარამეტრები მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელთან

 

 

სიმაღლე,

მ

დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსათვის მისი სიგრძე, მ

 

ტემპერატურა,

t​ₒC

 

 

სიჩქარე,

მ/წმ

 

 

მოცულობა,

მ​3/სთ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

დანართ 1-ის გაგრძელება

 

მავნე ნივთიერე ბათა დასახელება

მავნე ნივთიერე- ბათა კონცენტრა- ცია

გ/მ​3

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყარობის ჯგუფის) მუშაობის დრო, სთ/კვარტალი

სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ტონა/კვარტალი

მათ შორის

ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა

მავნე ნივთიერე ბათა გაფრქვევის დადგენილი ნორმა,

გ/წმ

მავნე ნივთიერე ბათა გაფრქვევების განსაზღვრის მეთოდების დასახელება

№პად-1

ფორმის შემვსების ხელმოწერა და თარიღი

მოხვედრილი გაწმენდაზე, ტონა/ კვარტალი

დაჭერილი, ტონა/ კვარტალი

გ/წმ

ტ/კვარტალი

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

დანართი 2

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.

 

აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის აღრიცხვის ფორმა

 №პად-2  წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება

აირმტვერ- დამჭერი მოწყობილობის დასახელება

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის)

ნომე­რი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება

ნამუშევარი საათების რაოდენობა კვარტალში

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის მოცდენის დრო ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას, სთ/კვარტალი

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის მუშაობისას მისი  ცალკეული აპარატების მოცდენის დრო, სთ/კვარტალი

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის (მისი ცალკეული აპარატების) მოცდენის მიზეზი

№პად-2

ფორმის შემვსების ხელმოწერა და თარიღი

აირმტვერდამ­ჭერი მოწყობილო- ბისთვის

აირმტვერდამჭერ მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

დანართი 3

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების აღრიცხვის ფორმა №პად-3

 

წარმოების (საამქროს, უბნის) და ტექნოლოგიუ­რი მოწყობილობის დასახელება

დაგეგმილი

ღონისძიების დასახელება

ღონისძიების შესრუ­ლ­ების ვადა

 

 

ღონისძიების შესრულების (დანერგ­ვის) აქტის ნომერი და თარიღი

 

 

მავნე ნივთიერებათა დასახელება

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ფაქტობრივი შემცირება ღონისძიებების ჩატარების

შემდგ, ტ

 

№პად-3 ფორმის შემვსების ხელმოწერა და თარიღი

სულ

მათ შორის კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

დანართი 4

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23  დეკემბრის  დადგენილება №582 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა

 

საწარმოს დასახელება

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

იურიდიული მისამართი, ტელეფონი

 

ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი

 

GPS კოორდინატები (UTM WGS 1984 კოორდ. სისტ.)

 

ელექტრონული-ფოსტა

 

ეკონომიკური საქმიანობის სახე

 

გამოშვებული პროდუქციის სახეობა და რაოდენობა

 

მოხმარებული ნედლეულის სახეობა და რაოდენობა

 

მოხმარებული საწვავის სახეობა და რაოდენობა1

 

საწვავის ხვედრითი თბოშემცველობა2

 

სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში

 

საანგარიშო 20------ წელი

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფა, გაწმენდა და გაფრქვევა, ტონა/წელი

№

მავნე ნივთიერებათა დასახელება

სტაციონარული

წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა

მათ შორის

გაფრქვეულ მავნე

ნივთიერებათა რაოდენობა,

სვ.3-სვ.5

საანგარიშო წელს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა

მოხვედრილი გამწმენდ მოწყობილობაში

დაჭერილი

1

2

3

4

5

6

7

სულ მყარი (№1-7), მათ შორის

 

 

 

 

 

1

მტვერი

 

 

 

 

 

2

ჭვარტლი, C

 

 

 

 

 

3

მანგანუმის ორჟანგი, MnO2

 

 

 

 

 

4

ვანადიუმის ხუთჟანგი, V2O5

 

 

 

 

 

5

ბენზ(ა)პირენი, C20H12

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

სულ აირადი (№8-13), მათ შორის

 

 

 

 

 

8

გოგირდის ორჟანგი, SO2

 

 

 

 

 

9

აზოტის ჟანგეულები, NOx

 

 

 

 

 

10

ნახშირჟანგი, CO

 

 

 

 

 

11

ნახშირწყალბადები, CxHy

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

სულ მძიმე ლითონები (№14-23), მათ შორის

 

 

 

 

 

14

ტყვია, Pb

 

 

 

 

 

15

კადმიუმი, Cd

 

 

 

 

 

16

ვერცხლისწყალი, Hg

 

 

 

 

 

17

დარიშხანი, As

 

 

 

 

 

18

ქრომი, Cr

 

 

 

 

 

19

სპილენძი, Cu

 

 

 

 

 

20

ნიკელი, Ni

 

 

 

 

 

21

სელენი, Se

 

 

 

 

 

22

თუთია, Zn

 

 

 

 

 

23

 

 

 

 

 

 

24

ნახშირორჟანგი, CO2

 

 

 

 

 

შენიშვნა:     1. სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის გარდა

2. მონაცემებს საწვავის ხვედრითი თბოშემცველობის და მძიმე ლითონების გაფრქვევების შესახებ ავსებენ მხოლოდ თბოელექტროსადგურები, მეტალურგიული საწარმოები, მინისა და მინის პროდუქციის საწარმოები, სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე (კლინკერის მიღებით) ცემენტის საწარმოები

 

დანართი 5

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 09.02.2026წ.
 

საქმიანობებისა და შესაბამისი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც სავალდებულოა თვითმონიტორინგის წარმოება უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით

 
№
ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ე ბ ი
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო
1
ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება
ნავთობის გადამამუშავებელი/გამოსახდელი დანადგარი
2
10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია
10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის წვის დანადგარი (ქვაბ-დანადგარი, აირტურბინა)
3
თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით
ლითონური მადნის, კონცენტრატის ან/და ჯართის სადნობი ღუმელი
4
თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით
თუჯის ან/და ფოლადის სადნობი ღუმელი
5
შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან მეტი წარმადობით
საგლინავი დგანები, სამჭედლო უროები, დამცავი ლითონის ფენით დაფარვის დანადგარი
6
ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან მეტი წარმადობით
ფერადი ლითონების სადნობი ღუმელი
7
ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება
გამოსაწვავი ღუმელი, აგლომერაციის ღუმელი/დანადგარი
8
მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან
(მათ შორის, ნარჩენების აღდგენის შედეგად) ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა
ლითონური მადნის, კონცენტრატის, ზოდების ან/და ჯართის სადნობი ღუმელი;
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ფერადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული ქიმიური ან/და ელექტროქიმიური პროცესები
9
ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ორგანული ნაერთების წარმოება
10
ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს არაორგანული ნაერთების წარმოება
11
ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს არაორგანული და ორგანული ნაერთების წარმოება
12
შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება
 
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ქიმიური (ქიმიური სინთეზის ან/და ნივთიერებათა გარდაქმნის) ტექნოლოგიური პროცესი
13
ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება
დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს თერმული ან/და ქიმიური (ქიმიური სინთეზის ან/და ნივთიერებათა გარდაქმნის) ტექნოლოგიური პროცესი
14
ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება
 
ცემენტის კლინკერის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის გამოწვის ღუმელი, ცემენტის კლინკერის, კირის, გაჯის, თაბაშირის ან/და დანამატების დაფქვის წისქვილი
15
მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება
მინის გამოსადნობი ღუმელი

 

დანართი 6

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 09.02.2026წ.
 

უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგის მეთოდები, გაზომვის ქვედა ზღვრები და რეკომენდებული სტანდარტები

 
პარამეტრი/ ნივთიერება
მონიტორინგის მეთოდი
გაზომვის ქვედა ზღვარი (1)
სერტიფიცირებისა და დაკალიბრებისთვის რეკომენდებული  სტანდარტები
რეკომენდებული საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები
ნახშირჟანგი (CO)
ფიწს*, ადიწს*
50 მგ/მ​3-ზე მეტი
ზოგადი სტანდარტები (2)
სსტ ენ 15058:2017/2018
მტვერი (TSP)
სინათლის ჩაქრობა ან გაბნევა, ტრიბოელექტრული მეთოდი
 
1.5 მგ/მ​3-ზე (მოცემული, როგორც
5 გაბნეული სინათლის ერთეული) მეტი
ზოგადი სტანდარტები (2) და სსტ ენ 13284-2:2017/2018
 
სსტ ენ 13284-1:2017/2018
აზოტის ოქსიდები (NOX) (3)
ქემილუმინესცენცია, ფიწს*, ადიწს*, ადუის*, დოას*
 
20 მგ/მ​3-ზე მეტი
ზოგადი სტანდარტები (2)
 
სსტ ენ 14792:2017/2018
გოგირდის დიოქსიდი (SO2)
ფიწს*, ადიწს*, ადუის*, დოას*
 
10 მგ/მ​3-ზე მეტი
ზოგადი სტანდარტები (2)
სსტ ენ 14791:2017/2018
ტემპერატურა
თერმოწყვილები, პირომეტრია
 
400°C-ზე მეტი
ზოგადი სტანდარტები (2)
ჰაერში გაზომვის სპეციფიკური ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი
(1) სტანდარტული პირობებისთვის ანუ მშრალი აირისთვის: 273.15 K, 101.3 კპა, ჟანგბადის სტანდარტული კონცენტრაცია.
(2)  სსტ ენ 15267-1:2023/2023, სსტ ენ 15267-2:2023/2025, სსტ ენ 15267-3:2023/2024, სსტ ენ 14181:2014/2021,  სსტ ენ 15259:2007/2021 და  სსტ ენ ისო 9169:2006/2016.
(3) ხელმისაწვდომია ასევე ავტომატური მონიტორინგის სისტემა (ამს, AMS) NO-ისა და NO2-ის დამოუკიდებლად გაზომვებისთვის.
 (*) აბრევიატურები: დოას (DOAS) − დიფერენციალური ოპტიკურ-ადსორბციული სპექტროსკოპია; ფიწს (FTIR) − ფურიეს ინფრაწითელი სპექტრომეტრია; ადიწს (NDIR) − არადისპერსიული ინფრაწითელი სპექტრომეტრია; ადუის (NDUV) − არადისპერსული ულტრაიისფერი სპექტრომეტრია.

კრებსითი — სრული ვერსია