„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
922
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.0.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 922

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის  2009 წლის 19 მარტის № 205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ სსიპ – საქართველოს მუნიციპა­ლური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებ­ში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის № 205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარე­ბის ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საინჟინრო პროექტების მომ­ზადებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ სა­ქარ­­თველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სა­ქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური გან­ვითარების ფონდს გამოუყოს 2 400 000 (ორი მილიონ ოთხა­სი ათასი) ლარი. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია