„ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
380
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №380

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„ ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე უზრუნველყონ ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „ ენგურჰესისა “ და ამავე ტერიტორიაზე განთავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ საწესდებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებების განხორციელება. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია