მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 375

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

1. შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა “ და შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის “ მიერ განსახორციელებული მაგისტრალური გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების გადაუდებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) „ წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის “ მაგისტრალური გაზსადენის „ კოთელია-ასპინძის “ განშტოების მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის;

ბ) „ ქუთაისი – სოხუმის “ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ( „ სამტრედია-ნატანების “ მონაკვეთი) 30-ე კილომეტრზე მდინარე სუფსის საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქციისათვის;

გ) „ რუსთავი – თელავის “ 315 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოების (საერთო სიგრძით 25 კმ) 250 მმ-იანი საწყისი სექციის მონაკვეთზე გაზის გამანაწილებელი სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის;

დ) „ ქუთაისი – სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 22-ე კილომეტრზე ხონის განშტოების “ მშენებლობისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია