„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 373

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც არ განესაზღვრათ გამოთანაბრებითი ტრანსფერი და მათ მიერ საგადასახადო შემოსავლების მიღება განხორციელდება ივნისში, რაც აფერხებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება შემდეგ თვითმმართველ ერთეულებს: თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.“ .

პრემიერ-მინისტრი             ვ. გურგენიძე

      

 

კრებსითი — სრული ვერსია