საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 370
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის შესახებ
1. „ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს მომავალი თაობების ფონდში 1 0 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარის და სტაბილური განვითარების ფონდში 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარის გადარიცხვა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე