|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დასაქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის, მე-6მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მართლწესრიგისუზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისებისმართვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოებისსაკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი– საბჭოს წევრი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. 2. საბჭო წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) სათათბირო ორგანოს და უშუალოდ ექვემდებარება მას. 3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილება საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით: ა) ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასებას; ბ) განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში; დ) შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; ე) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; ვ) განიხილავს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; ზ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; თ) შეიმუშავებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის; ი) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; კ) ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს მუდმივი წევრების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე, საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ‑მინისტრის წინაშე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.
მუხლი 4. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომები დახურულია. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად. 3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ, პრემიერ-მინისტრის მოწვევით. პრემიერ-მინისტრმა შეიძლება საბჭოს სხდომა, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის აქტებს. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი 1. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს (შემდგომში – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 11. საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს საბჭოს მუდმივი შემადგენლობიდან, რომლის საქმიანობაც არ იქნება ანაზღაურებადი. 2. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. 3. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ი) დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.
მუხლი 6. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი. იგი ამ მიზნით: ა) შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; ბ) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და ანალიზს; გ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას პრემიერ-მინისტრისათვის; ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ზ) ამზადებს საბჭოს სხდომებს, პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს მის დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ; თ) პრემიერ-მინისტრის დავალების, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს; კ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული და დოქტრინალური დოკუმენტების შემუშავებას; ლ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას; მ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას; ნ) პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას; ო) საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს სხვა ფუნქციებს. 2. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, საბჭოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებები მტკიცდება მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 7.კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
1. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი), რომელიც კრიზისული სიტუაციებისას, კერძოდ: ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების და სხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
მუხლი 8. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს გაუქმება ან დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |