რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ ANATIXIS-სა და საქართველოს მთავრობის სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სასესხო ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
826
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ ANATIXIS-სა და საქართველოს მთავრობის სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სასესხო ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

საქარველოს მთავრობის

განკარგულება №826

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ ANATIXIS-სა და საქართველოს მთავრობის სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სასესხო ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ ANATIXIS-სა და საქართველოს მთავრობის სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს შორის „სასესხო ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზი­დენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნ. გილაურისათვის საფრანგეთის რეს­­პუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ ANATIXIS-სა და საქართველოს მთავრობის სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სასესხო ხელშეკრულების“ ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია