საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 884
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: „ სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ და „ პროკურატურის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 30. 09. 09. № 1/241).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური