სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
803
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №803

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით განახორ­ციელოს ,,საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული „სამედიცინო და სამი­ნისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი – 35 23 02) განსაზღვრული ქ. გორში, შპს „გორის სასწრაფო სამე­დი­ცინო დახმარების სამსახური 03“-ის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 207 022 (ორას შვიდი ათას ოცდაორი) ლა­რის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია