საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 333
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 569 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 569 განკარგულების დანართში და სააქციო საზოგადოება „ გურჯაანგაზის “ მიმართ 2007 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 188 627 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 220 399 ლარის ოდენობით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე