საქართველოს მთავრობის
განკარგულება №330
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) ამბროლაური – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი (სოფ. ჭრებალო, მდ. რიონი – 376 000 (სამას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, სოფ. ხიდიკარი, ბიჭაშვილების უბანი – 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი, სოფ. ღვიარა, მდ. რიონი – 544 000 (ხუთას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი; “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე