საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 325
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „ MULTIPLEX ENERGI LIMITED“ -ს შორის გასაფორმებელი შპს „ რუსთავწყალკანალის“ , შპს „ მცხეთაწყალკანალის“ , შპს „ საქწყალკანალისა“ და შპს „ თბილისის წყლის“ 100 % წილების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობას და, მეორეს მხრივ, შპს „ MULTIPLEX ENERGI LIMITED “ -ს შორის გასაფორმებელი შპს „ რუსთავწყალკანალის “ , შპს „ მცხეთაწყალკანალის “ , შპს „ საქწყალკანალისა “ და შპს „ თბილისის წყლის “ 100 % წილების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს პირველ პუნქტში მითითებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე