საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 293
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
1. „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭოები და განისაზღვროს მათი წევრთა რაოდენობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შემდეგ საზოგადოებებში:
| ა) შპს „ საქართველოს რკინიგზა “ – | 15 წევრი; |
| ბ) სს „ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “ – | 3 წევრი; |
| გ) შპს „ ენგურჰესი “ – | 11 წევრი; |
| დ) შპს „ მარაბდა-კარწახის რკინიგზა “ – | 7 წევრი; |
| ე) შპს „ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “ – | 5 წევრი; |
| ვ) შპს „ საქართველოს ფოსტა “ – | 7 წევრი. |
2. განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოებში წევრების დანიშვნა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე