„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
799
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №799

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შე­­­დე­­გად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისა და და­ზა­რა­ლებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზ­­­ნით მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 13 164 500 (ცამეტი მილიონ ას სამოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 3 633 500 (სამი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 9 181 000 (ცხრა მილიონ ას ოთხმოცდაერთი ათასი) ლარი;

გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია