თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
796
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №796

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ჩასახლებული, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარა­ლებული ოჯახების წყლის გამათბობლებით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიცი­პალი­­­ტეტის გამგეობას გამოუყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შე­საბამისად განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული ღონისძიების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­ციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნა­ტორმა საქარ­თველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბო­ლ­­ნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნე­ულის, წალკის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქა­ლა­ქი რუს­თავი) დ. კირკიტაძემ და საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნისტრომ (ნ. გილაური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია