„საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
764
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №764

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახ­ლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების გან­ხორ­ციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყა­ლი­ბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტა­პი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზ­რუნ­­ველ­ყოფის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების სამინისტროს „საქართველოს 2008 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლის­წინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგ­ლებ­ში შესა­ბა­მისი სა­ქო­ნე­ლი და მომსახურება შეისყიდოს „სა­ხელ­მწიფო შესყიდვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ­ლის მე-3 პუნქ­ტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მო­ლა­პარაკების გზით.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია