,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
761
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №761

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­ულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №6 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებლად:

ა) ქ. მარნეულის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგე­ბობისა და წყალსადენის მაგისტრალის ნაწილობრივი რეა­ბილიტაცია;

ბ) ქ. მარნეულის რუსთაველისა და ჟორდანიას ქუჩების (რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის ქვეშ) რეაბილიტაცია და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება;

გ) ქ. მარნეულის ნარიმანოვის ქუჩაზე ჭებისა და კო­ლექტორების გაწმენდა, ასფალტ-ბეტონის საფარის შეკე­თება, სასმელი წყლის სისტემების შეცვლა და ტროტუარების რეა­ბილიტაცია;

დ) შაუმიანის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე საც­ხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ას­ფალტის საფარის დაგება).“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია