„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 260

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­უ­­ლებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან თან­ხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს ახალი რედაქციით:

„ 1. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში მიმდინარე სოციალური ღონისძიებებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გა­მოყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის: თვით­მმართველი ქალაქი ქუთაისისათვის – 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარი და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია