საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 259
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. გუდაურში, საძელეს მთაზე არსებული საბაგირო გზის ქვეყნისათვის განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) ეთხოვოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ პუნქტის „ ა” ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროექტისა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გასცეს მშენებლობის ნებართვა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე