თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
734
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №734

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიეცეს ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების არაუმეტეს ერ­თი კალენდარული წლით დროებითი შეზღუდვისა და შეზ­ღუ­დ­ვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგუ­ლირების გან­საკუთრებული რეჟიმის დადგენის თანხმობა.

2. ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვის პერიოდში ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რე­კონსტრუქცია და დემონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ ამ პერიოდისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის დასაბუთებული წერი­ლობითი წინადადების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი დროებითი კოლე­გიური ადმინისტრაციული ორგანოს – განაშენიანების რეგუ­ლი­რების საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია