საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 253
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფრანგეთში დაბეჭდვის შესახებ
1. „ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიეცეს უფლება მის მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის დაბეჭდვა განახორციელოს საფრანგეთში, კერძოდ კომპანია „ Imprimerie Nationale Contiru et Services “ -ში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე