გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
732
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №732

2008 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფართობებზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამ­ზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქ­ციონის ჩატარებაზე.

2. ზემოაღნიშნული აუქციონის საწყი­სი ფასი თითოეულ ლოტზე განისაზღვროს ამ განკარგულების დანართის შესაბა­მისად.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქცი­ონ­ზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადაიხადოს შემდეგ­ნაირად:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბო­ლოო ფასი შეადგენს 50 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორ­მებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარულ დღეში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქცი­ონის ოქ­მის გაფორმებიდან არა უგვიანეს 60 კალენ­დარულ დღეში;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარულ დღეში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 5 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქ­ციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვეში, კვარ­ტალურად, გადა­სახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორ­მებიდან არა უგვიანეს 9 თვეში, კვარტალურად, გადა­სახდელი თანხის პროპორციულად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი   გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია