საქართველოს მთავრობის
განკარგულება №238
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) „ ა “ პუნქტს დაემატოს „ ა.ვ “ , „ ა.ზ “ , „ ა.თ “ , „ ა.ი “ და „ ა.კ “ ქვეპუნქტები:
„ ა.ვ) სოფელ ქემერტის საბავშვო ბაღის მშენებლობა;
ა.ზ) სოფელ კეხვის საქაჩ/სარწყავი სისტემის მოწყობა;
ა.თ) სოფელ ქემერტის სპორტული სტადიონის მოწყობა;
ა.ი) ეკლესიების რესტავრაცია;
ა.კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება. “ ;
ბ) „ ბ “ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ.გ “ , „ ბ.დ “ , „ ბ.ე “ , „ ბ.ვ “ ქვეპუნქტები:
„ ბ.გ) სოფელ არცევში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ბ.დ) სოფელ ბელოთის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაფართოება;
ბ.ე) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის საძიებო სამუშაოების შესრულება;
ბ.ვ) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე