ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
672
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-12-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-24
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №672

1999 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად განისაზღვროს მათი დაკრძალვის წესი:

1. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვას თბილისის საბურ­თალოს საზოგადო მოღვაწეთა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში განსაზღვრავს  ადგილობრივი მმართვე­ლობის ორგანო (თბილისის მერია) დადგენილი წესით, თუ კანონმდებლობით ან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს  მათი გარდაცვალებიდან 30 (ოცდაათი) წლის შემდეგ.

3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სათანადო ნორმატიული აქტით საქართველოს მწერალთა კავშირის, სხვა შემოქმედებითი კავშირების, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით.

ე. შევარდნაძე

 

 

                                                                                      

 

კრებსითი — სრული ვერსია