საქართველოს მთავრობის
განკარგულება №208
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. თბილისში, აჭარის ქ. №8-ში მდებარე სს „ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით „ სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით “ (ორგანიზაციული კოდი 35 23 02) გათვალისწინებული ქ. თბილისში, აჭარის ქ. №8-ში მდებარე სს „ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის “ ახალი კორპუსის გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე