საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
916
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №916

2008 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შენობის, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის განახლების, მისი მსოფლიო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინფორმაციიდან გამომდინარე:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ 2009 წლის 1 სექტემბრამდე გადაუვადდეს საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულება.

3. წელიწადში სულ ცოტა 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყოს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია