საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის “ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) მიეცეთ სესხი: შპს „ ქუულზონ პლიუსს “ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და შპს „ ქართული არომატების კომპანიას “ – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების “ ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) მიეცეთ სესხი: შპს „ ბრეტს “ – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, შპს „ მამული 2006-ს “ – 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სესხის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. “ ;
ბ) განკარგულების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ერთი წლის გასვლის შემდეგ მსესხებლებს მოეთხოვოთ დარიცხული პროცენტის გადახდა 13-24 თვეზე განაწილებით.
5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის თავზე.
6. სესხებით სარგებლობის ვადა განისაზღვროს 7 წლით.
7. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით), ან პირველადი გირავნობით. სესხები გაიცეს სესხის უზრუნველყოფის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ.
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტების სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი. “ .
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე