საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 199
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველო კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ “ , „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ “ და „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე