გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
912
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №912

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კვებით უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია