ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
904
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №904

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამიჯვნის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შე­მად­­გენლობით:

 

დავით იოსელიანი

–

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ივანე გელაშვილი

–

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტე­რიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალ­ქალაქის, ბორჯომისა და ნინო­წმინდის მუნიცი­პალიტეტები) სახელ­მწიფო რწმუნე­ბულის – გუბერ­ნატო­რის მოადგილე

ირაკლი ლეჟავა

–

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსა­ხურის უფროსი

გიორგი შონვაძე

–

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დაცული ტერიტორიების სა­ა­­გენ­ტოს თავმჯდომარე

სერგო წიქარიშვილი

–

საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – საჯარო რეესტრის ერო­ვ­ნული სააგენტოს რეგის­ტრა­ციისა და კადასტრის უზრუნ­ველ­ყოფის სამსახურის უფროსი 

პაატა ჭიპაშვილი

–

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი

შალვა ჯავახაძე

–

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული საა­გენტოს უფროსი.

2. კომისიამ ერთ თვეში უზრუნველყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის არ­სებულ საზღვართან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესწავლა და საზღვრის გამიჯვნასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

3. კომისია საქმიანობას წყვეტს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენისთანავე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი                                                 ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია