კომპანია „Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
902
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
კომპანია „Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №902

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომპანია „Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპანია „Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;

ბ) შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი                                          ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია