,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.085
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ლიკვიდაცია.

2. ლიკვიდირებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ფუნქციები გადაეცეს მათ უფლებამონაცვლეს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო პროცესების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია