„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №745 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
879
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №745 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 879

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №745 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №745 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

 

„უჩა გელაშვილი

–

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზურაბ გუნცაძე

–

ფონდ „ALPE“-ს დირექტორი

ზაზა თავაძე

–

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ლორთქიფანიძე

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სოფიო ოხანაშვილი

–

სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ კორესპონდენტი

კახაბერ უშიკიშვილი

–

საქართველოს კონტროლის პალატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსი.“.

      

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია