|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში (სსმ 19.09.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი) საშტატო ერთეულით.". |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|