„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 25/02/2013, 430210000.10.003.017203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
1. ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) გიორგი შარვაშიძე ‑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;“.
2. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;“.
|