აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №32
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალოფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილებაც);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS EXCEL, MS POWER POINT) ცოდნა.
1.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება – „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება – „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ”;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
თ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
კ) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება - აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – „ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №29 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
2.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
ბ) საქართველოს კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”;
გ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება “სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე”;
დ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება “საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე.
ე) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება - “აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
3.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების (MS DOS, WINXP, WINVISTA, WIN7, WIN 2008 server, Linux, Tcp/IP, DNS-DHCP, Antivirus da COMPUTER HARD, Active DiRECTORY, WI-fi router, CCNA, INTERNET-ის მაღალი დონის ცოდნა.
დ) კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
3.2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
ბ) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება - “აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”.