საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №439
1999 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ვ. ლორთქიფანიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს, რათა ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებებს:
1. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის უკანონო საფინანსო ოპერაციებთან, აგრეთვე უკანონო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასთან (გაწმენდასთან) დაკავშირებულ საფინანსო ოპერაციებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.
2. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“.
ე. შევარდნაძე