ანგარიში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 2 განცხადება. ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით საარჩევნო კომისიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მდივნის მიერ;
საარჩევნო კომისიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;
2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 4,50 (ოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.