„ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.139.016108
„ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-152 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება „ბორჯომის თვითმმართველი  ერთეულის ერიტორიული ორგანოების  დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის # 9 დადგენილებაში (ვებგვერდი , 19/03/2012 სარეგისტრაციო კოდი  010250050.35.139.016055):
1.  დებულების მე-3 თავის „ტერიტორიული ორგანოს მართვა და საქმიანობის ორგანიზება“, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ზ1“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1. გასცემს მიმართვას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.“

2.   დებულების 1-ლი თავი „ზოგადი დებულებანი“ 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება, რომელიც გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას. (დებულების მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტი, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია