„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“-ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, 13, 18.08.2010, მუხ. 324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“–ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვებისა და სამეურნეო-ტექნიკური სამსახური.“
ბ. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1”-ქვეპუნქტი:
,,კ1) გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახური.“
|