ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.127.016100
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. ზესტაფონი      

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმიდან ამონაწერის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
     მოხდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაცია.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გაამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის N9 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შთამაზ ბეჟუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია