საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1898-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.017295
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის 121-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

121

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები. 24 03 11 000 00 და 24 03 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 50 კილოგრამისა.

 

      მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2013 წ.

N1898-რს

კრებსითი — სრული ვერსია